გამოხატვის თავისუფლება

გვარამია გაბუნიაზე: არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა დაგვიშვია

სამწუხაროდ საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობაში დღეს არიან ძალები, რომლებიც მაქსიმალურად აზიანებენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს ძალები დღეს თავმოყრილი არიან საპატრიარქოში და აკონტროლებენ მათ შორის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ განცხადებებსაც. დარწმუნებული ვარ საქართელოს კათალიკოს- პატრიარქი არც ფლობს იფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოაქვეყნა დღეს საქართველოს საპატრიარქომ...

არავითარი ღვთის მგმობი გადაცემა აქ არ ყოფილა, იყო საუბარი ცენზურაზე და ცენზურა სწორედ უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრების აკრძალვა ეხება, უმრავლესობისთვის მისაღებ აზრებს ცენზურა არასდროს არ კრძალავს და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ცენზურა ამოქმედდეს. პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას ცენზურისა და მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღოს. ეს ორგანიზაცია ნაცვლად იმისა, რომ ამყარებდეს მშვიდობას ადამიანებს შორის და კეთილგანწყობას და ყოველმხრივ ეხმარებოდეს გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლ კომპანიებს ამას წინ აღუდგება და თამაშობს ქართული ოცნების თამაშს...

საპატრიარქოში არიან ბნელი ძალები, რომლებიც წინააღდეგობას უწევენ ქვეყნის განვითარებას, წინააღმდეგობას უწევენ ქართული ეკლესიის განვითარებას, წინააღმდეგობას უწევენ საქართველოს ევროატლანტიკურ განვითარებას და დიახ პრორუსული ორიენტაცია აქვთ, წინააღმდეგობას უწეევენ დემოკრატიის განვითარებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ასევე შემოქმედებით თავისუფლებას. ეს არის ბნელი კლერიკალური ძალები...

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

გუშინდელ გადაცემაში "არჩევანი", გიორგი გაბუნიამ ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი მიმოიხილა. გაბუნიამ ნახატზე საუბრისას თქვა, რომ "ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს". გაბუნიას ამ მონოლოგის შესახებ განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ და გადაცემას "ღვთის მგმობი" უწოდა.

კომენტარები