ლიეტუვა

კვირიკაშვილი: ლიეტუვა გამოყენებული იქნება ლიტვასთან ერთად

ჩვენი მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის [ლიტვისთვის მისი ავთენტური სახელის დარქმევის] გადადგმის საკითხი შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიან ისეთი ავტორიტეტული ენათმეცნიერები, როგორებიც არიან - მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, შუქია აფრიდონიძე და ა.შ. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მხრიდან ასევე გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და ამ ქვეყნის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva), გამოყენებული იყოს აქამდე გამოყენებულ ლიტვასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ჩამოვა.

კომენტარები