კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით აღინიშნა

აშშ-ში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებზე ორიენტირებული ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით აღინიშნა.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დელეგაციისთვის უდიდესი პატივი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სტუმრობა მის პირად რეზიდენციაში, სადაც განხილული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკულად ყველა საკითხი. შედგა ძალიან ხანგრძლივი, დეტალური მოლაპარაკებები და მინდა, დიდი მადლიერების გრძნობით აღვნიშნო, რომ ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით. ეს გახლავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრირების, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით და რა თქმა უნდა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ამ კუთხით საერთაშორისო ძალისხმევისა და აშშ-ის მაკონსოლიდირებელი როლის კიდევ უფრო გაძლიერება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები