პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: სრულად ვეთანხმებით საპატრიარქოს, ინტერვიუს არ მივცემთ რუსთავი 2-ს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას Facebook-ზე ეხმიანება.

კომენტარები