რუსთავი 2

ილია II რუსთავი 2-ზე: უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში - ურთიერთობა ეკლესიასა და რუსთავი 2-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსთავი 2-ის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა. ციტატას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს

კომენტარები