საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: ბუნებრივია, სასამართლოს თავმჯდომარე თბილისიდან ბათუმში ფეხით ვერ ივლის

თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება, ბუნებრივია, თბილისიდან ბათუმში და ძალიან ხშირად შეიძლება მას უწევს მოძრაობა ამ მანძილზე, ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელ მსოფლიოში აქვთ და ალბათ, აქაც აქვთ. მე ვერ გეტყვით, რა თანხაა გადახდილი, ალბათ არის ის გადახდილი, რა საჭიროებაც იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე IDFI-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის 2017 წელს Toyota land cruiser-ის მოდელის ავტომობილი 176 150 ლარად შეისყიდეს.

კომენტარები