მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საფრანგეთის არადიპლომატიური ელჩი ჯიბეში უზის წინა ელჩ ფურნიეს

ივანიშვილი აპირებს საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი, მას ჰგონია, რომ პრეზიდენტის მანდატი დაიცავს საერთაშორისო გამოძიებისგან, ეს სრულიად გარდაუვალია. ჯერ ერთი ფრანგებს უკვე აქვთ აღძრული საქმე და საფრანგეთის ელჩი რომ ამბობს - "არ ვადასტურებ, არ ვადასტურებო" და აბა ჰკითხეთ უარყოფს? ჰკითხეთ ეს საფრანგეთის ელჩს, რომელიც ჯიბეში უზის წინა ელჩს [ერიკ ფურნიეს] რომელიც ახლა მისი მრჩეველია. ის იძახის "მე ამას არ ვადასტურებ, მაგრამ მართლმსაჯულება საფრანგეთში არის დამოუკიდებელი" აბა ჰკითხეთ უარყოფთ იმას, რომ საქმე აღძრულია? შემდეგ ჯერზე კითხვა დაუსვით ასე, ამ არც თუ ისე დიპლომატიურ ელჩს, რომელიც თურმე აღშფოთებული იყო ჩემი განცხადებით. უარყოფს თუ არა ის რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე. ის ამას ვერ უარყოფს. არ ადასტურებს, მაგრამ ვერც უარყოფს.

ამერიკაშია მთავარი გამოძიება, ამერიკაში თუ ერთხელ აღიძრა საქმე იმას ვერ გააჩერებენ, ვერ გამოძვრები იქიდან. მალაიზიაში ზუსტად ასეთ საქმეზე და ზუსტად ასეთ თანხებზე ახლა დააყუდეს პრემიერმინისტრი

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ ტაბულასთვის გაგზავნილი წერილით აღნიშნა, რომ ის სააკაშვილის მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადების გამო აღშფოთებულია. შეგახსენებთ, რომ 1 მაისს სააკაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფრანგული მოქალაქეობის მისაღებად ელჩი ერიკ ფურნიე მოისყიდა. სააკაშვილმა ასევე თქვა რომ ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში საქმეა აღძრული, რასაც საქართველოში საფრანგეთის ელჩი არ ადასტურებს.

კომენტარები