სააკაშვილი: მიკროსაფინანსოების მიერ გაცემულ უსამართლო ვალებს ორი წლით გავყინავთ

ჩვენ შევქმნით სპეციალურ ფონდს, სადაც სხვა წყაროებთან ერთად შევიტანთ ივანიშვილის მიერ ნაძარცვ და მოპარულ საქართველოს საზოგადოების კუთვნილ ქონებას და ეს ფონდი თითოეულ დაზარალებულს აუნაზღაურებს, უახლოეს დღეებში და კვირეებში, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ მის მიერ მიყენებულ ზარალს. ჩვენ გამოვაცხადებთ დაუყოვნებლივ მორატორიუმს, რომელიც ძალაში ივანიშვილის ჩამოშორებისთანავე შევა. ის მევახშე ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების საფუძველზე აღმოცენებული უსამართლო ვალების ორი წლით გაყინვის, ასევე კურსის გადაანგარიშებით როდესაც კრედიტები არის აღებული ძველი კურსით, ხოლო შემდგომ ივანიშვილმა ხელოვნურად შეამცირა საქართველოს ვალუტის კურსი. იმიტომ რომ ამაზე გააკეთა ფული. ხალხის გაჭირვებაზე გააკეთა ფული

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს სააკაშვილი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები