ზაზა სარალიძე ევროპული საქართველოს ინიციატივაზე: ნებისმიერი ჯგუფის შექმნას მივესალმები

ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ შესახვედრად. არ აქვს მნიშვნელობა, ის მმართველი გუნდიდან იქნება თუ სხვა პარტიიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ძალოვანი უწყება იქნება, პროკურატურა იქნება თუ უბრალო ადამიანი იქნება. ნებისმიერ შემოთავაზებას მივიღებ, ნებისმიერი ჯგუფის შექმნას მივესალმები. კი ბატონო, შექმნან პერსონალური ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს თავიდან ბოლომდე და ახდის ფარდას იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც დღესდღეობით შოთაძის უწყება მალავს. უკვე 6 თვეა გავიძახი - დამნაშავეებს ფარავენ, დამნაშავეებს ფარავენ-თქო. სანამ ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვა და მთელი საქართველო გვერდით არ დამიდგა, მანამდე არ უნდა მოეხდინათ რეაგირება?

ინტერპრესნიუსის ცნობით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მიესალმება ევროპული საქართველოს ინიციატივას, საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ.

კომენტარები