რუსული ოკუპაცია

ჯანელიძე: ალბათ, ასადის რეჟიმისგან ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს

ჩვენ ვიწყებთ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პროცედურებს. სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად არ თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი ალბათ არ უნდა იყოს. დიპლომატიური კორპუსი ჩავაყენეთ საქმის კურსში, ასევე, სხვა ფორმატებში დავაყენებთ ამ საკითხს და გავაგრძელებთ მუშაობას არაღიარების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე. ასადის რეჟიმის განცხადებით, აღიარების მიზეზი ის არის, რომ ტერორისტული თავდასხმების დროს, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი სირიას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

კომენტარები