სააკაშვილი IRI-ზე: ჩემი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები მიწასთანაა გასწორებული

მიუხედავად ოლიგარქის ყველა ხრიკისა, ამერიკელების კვლევებში ოპოზიციამ, რომლის ძირითადი ბირთვია ჩემი პარტია, გადაუსწრო ოცნებას.

ივანიშვილი დამთავრებულია უკვე შემოდგომაზე. ახლა ჩემი ძირითადი თავსატეხია, რათა მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო...

ამას ის მალაპარაკებს,რომ გამოკითხვებში პრაქტიკულად, ყველა ჩემს მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბოლო დრომდე ინარჩუნებდა პოპულარობას, მიწასთანაა გასწორებული. გარდა ამისა,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი IRI-ს კვლევას Facebook-ზე ეხმაურება. კვლევის თანახმად, გაზრდილია მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის, სასამართლოს, პროკურატურის, პარლამენტის მიმართ. ასევე შემცირებულია მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები