შოთაძე: ჩვენი მიზანია, ზაზა სარალიძის ყველა კითხვას გავცეთ სამართლებრივი პასუხი

მე მზად ვარ, შევხვდე დაზარალებულს და პირადადაც ჩავერთო[საქმეში], თუ ის [ზაზა სარალიძე] მიიჩნევს მიზანშეწონილად. თუ არ სურს, რომ ჩავერთო, ამიტომ არსებობს ის უცხოელი პროკურორები, რომ მარტო ისინი ჩაერთვებიან. ჩვენი მიზანი არის, რომ ბატონ ზაზა სარალიძის ყველა კითხვას გავცეთ სამართლებრივი პასუხი და ვიყოთ ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კითხვაზე, შეისწავლის თუ არა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის პრეტენზიას პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის ნაწილში.

კომენტარები