ხორავას ქუჩის საქმე

შოთაძე: 100 მოწმიდან მხოლოდ 4 ადამიანი ამბობს, ვინ გამოიყენა დანა

ეს ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით, მზისით, კორპუსის ეზოში, მასში მონაწილეობდა ათობით ახალგაზრდა. საქმეზე დაკითხულია 100 მოწმე და ამ 100 მოწმიდან, არავინ, 4 ადამიანის გარდა, არ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას, თუ ვინ გამოიყენა დანა. ასევე ხაზს ვუსვამ, რომ ამ ოთხი ადამიანის გარდა, არავინ არ საუბრობს დანის არსებობაზე. ისინი ამბოენ, რომ ისიც კი არ დაუნახავთ, ვის ეჭირა დანა, არათუ - ვინ გამოიყენა.

ამ 100 მოწმიდან, ვინც გამოძიებამ დაკითხა, 14 ადამიანი არის 51-ე სკოლის მოსწავლე - მოკლული ახალგაზრდების მეგობრები და კლასელები. არც ერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ვინ გამოიყენა დანა, ვის ჰქონდა დანა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. როცა ვსაუბრობთ პროკურატურის პასუხისმგებლობაზე, მე ვარ მზად ავიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, იმიტომ, რომ, ეს საქმე არ არის დამთავრებული, აქამდე, ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩის საქმის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები