სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ბერაია: თუ ბრალდება საკმარის მტკიცებულებებს არ წარადგენს, სწორი გადაწყვეტილება გამართლებაა

ბერაია: თუ ბრალდება საკმარის მტკიცებულებებს არ წარადგენს, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენია

ჩვენი მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თითქმის სრულად ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, სრულად მხარეებზე არის მტკიცებულებების წარდგენა და მოპოვება.

სასამართლოს თავისი ინიციატივით, არათუ, მტკიცებულებების მოპოვება არ შეუძლია ან მით უმეტს საქმის გამოძიებაში დაბრუნება, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვს მხარეთა თანხმობის გარეშე. თითქმის 10 წელია უკვე ასეთი სისტემა გვაქვს.

შესაბამისად, თუ სახელმწიფოს - ბრალდების მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა არ ხდება, სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენია.

IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია ფეისბუქზე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაზე მოსამართლის დაგაწყვეტილებას ეხმაურება. მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

კომენტარები