ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: იმედია, როგორც პირველი ნაბიჯი, ეს კომისია რაღაც საკითხებს მაინც მოჰფენს ნათელს

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის კომისიის შექმნის, ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც კომისია იქმნება სისხლის სამართლის საქმეზე, რაც თავის მხრივ, საკმაოდ მძიმე არის და არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ თქვენგანს არ აქვს გამოცდილება, ასეთი ტიპის კომისიებში მონაწილეობის. ამიტომ, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ როგორც პირველი ნაბიჯი, ეს კომისია, რაღაც საკითხებს მაინც მოჰფენს ნათელს, თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ნამდვილად არც ამ კომისიის შექმნა, არც ამ საკითხის დაყენება და არც პარლამენტში განხილვა პანაცეა არ არის იმ დიდი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს საკითხი და მდგომარეობა, რომელიც არსებობს პროკურატურაში, სასამართლოში და ზოგადად ის განცდა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში.

ეს არის ჩვენ მიერ შემოთავაზებული საგამოძიებო კომისია, რომელშიც იქნება 17 წევრი და რომელიც იმუშავებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის, ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და საქმის ირგვლის არსებული გარემოებები

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

კომენტარები