პრემიერი: ახალი პროკურორი მაქსიმალურად ფართო ჩართულობით შეირჩევა

ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება მთლიანად. რომ არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პროფესიონალურ მახასიათებლებზე არ არსებობდეს. ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს.


მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები