გიგა ბოკერია

ბოკერია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეძლებს ვითარების განმუხტვას

ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა და ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციური კონტროლის ქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისია, მაგრამ განსაკუთრებით გუშინდელი პრემიერმინისტრის საქციელის ფონზე ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და მართლაც ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, მხოლოდ ეს შეძლებს განმუხტოს ვითარება და ხელისუფლება ღრმად ცდება თუკი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას, ეს დიდი შეცდომაა მათი მხრიდან

განაცხადა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ხორავას ქუჩის საქმეზე.

კომენტარები