ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავა: რადგან არსებობს საფრთხე, შსს-სთან შესახვედრად ჯგუფს გამოვყოფთ

მინდა მივმართო შსს-ს და გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ აქვთ ყველა შესაბამისი შესაძლებლობა და წვდომა მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ, ალბათ, სამ კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზასი, საორგანიზაციო ჯგუფიდან და თუ ნებავს იქით ვეახლებით შსს-ს, თუ სურთ წარმომადგენელი მოავლინონ ჩვენთან. ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია. ვინაიდან ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ არ ვიცით შეიძლება ზაზა ისეთ ადგილზე გავიდეს სადაც საფრთხეა, იცის შსს-მ, არ ვიცით ჩვენ და შესაბამისად, რადგან ჩვენ არ ვიცით, ზაზა რეალურად ჩავარდეს საფრთხეში. ჩვენ 24 საათი აქ ვართ. თუ დავუშვათ ისვენებენ დღეს, ხვალ დილითვე მზად ვართ შეხვედრისთვის.

ზვიად კუპრავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ნუ მომკლავ" სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები