სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

თალაკვაძე: ნუ ექნებათ მოლოდინი, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ენმ-ს დღის წესრიგით გადაწყდება

სახელმწიფო ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა იქნება მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატებში და ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე მიმართულებით დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს. 

რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ოჯახის მიერ დაყენებულ საკითხებს და იმ საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლებამ და ჩვენმა გუნდმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კითხვები მოიხსნას. დანარჩენი უკვე, აქციები, რომელზეც მხოლოდ პოლიტიკოსები რჩებიან, მე ვფიქრობ, რომ არის გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ნაწილი. ნურავის ექნება მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ჩვენს ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქციის კომენტირებისას გააკეთა. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები