ხორავას ქუჩის საქმე

ბოკერია: შავგულიძის კანდიდატურაზე უარით უფრო მეტ ზიანს მიიღებს ივანიშვილი და მისი გუნდი

ყველა შემთხვევაში თუ ეს კანდიდატურა [მთავარი პროკურორის] იქნება ივანიშვილის გუნდის წევრი, არ აქვს მნიშვნელობა - შოთაძეზე უკეთესი რეპუტაციით თუ უარესით, ზიანი და პასუხისმგებლობა იქნება ამ გუნდის ყველა შემთხვევაში, იმიტომ, რომ ეს იქნება გაგრძელება ამ ვითარების. თუ უარს იტყვიან ისეთ კანდიდატურაზეც, როგორიც არის ბატონი შალვა, რომლის რეპუტაციაშიც არავის ეჭვი არ ეპარება და რომელიც არც ყოფილა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი არც ადრე, არც ახლა, კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს ივანიშვილი და მისი გუნდი ამ უარით და ეს უნდა გაითვალისწინონ, როცა ფიქრობენ ამ ყველაფრის ჩვეულებრივად ჩატარებას.

ისიც, რომ იძახიან, ერთი თვე მოვიცდითო [მთავარი პროკურორის შესარჩევად], როცა ასეთი საზოგადოებრივი წნეხია ამ ტრაგედიის ფონზე, ჩიხში შეყვანილი ვითარებიდან, ესეც არის ხელწერა ივანიშვილის გუნდის.

კომენტარები