ბოკერია: ჩვენი განსხვავებები აქციის თანაორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებთან ძალიან არსებითია

ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა - ჩვენ არ ვყოფილვართ და არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები. ჩვენ თანავუგრძნობდით ბატონ სარალიძეს, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მისი მოწოდების გამო, ბუნებრივია, ამ პროტესტში ვმონაწილეობდით, ვიდექით ამ აქციაზე. მაგრამ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორი, ჩვენი განსხვავები იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც რეალურად უფრო ახლოს იყვნენ ორგანიზებასთან, არის ძალიან არსებითი. სამწუხაროდ, და მათი განცხადებებიდან შეგიძლიათ ეს დასკვნები გამოიტანოთ ძალიან მარტივად.

კომენტარები