თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილის ადვოკატი: პრემიერმა გვითხრა, რომ საქმეს პირად კონტროლს გაუწევს

შეხვედრა დასრულდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებზე, იმ პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილს გარდაცვალების ფაქტსა და ასევე, მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერმინისტრმა მოგვისმინა. აშკარა იყო, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები და მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწვევს ამ საქმეს, უშუალოდ შეისწავლის საქმის დეტალებს, აგრეთვე, ექმება კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. პირობის მოცემა, რომ ვინმე დაისჯება ან არ დაისჯება, ძალიან რთულია, რა რეაგირება იქნება, წინასწარ ვერ იქნება ამაზე პასუხი გაცემული, თუმცაღა, ჩვენს მოთხოვნებზე, ის, რაც ნამდვილად ადეკვატურია და ის დეტალებიც, რაზეც მე ვისაუბრე, რომლებიც მე დამატებით ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებით - იქნება შესწავლილი

თქვა მახლაზ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, პრემიერმინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები