ინაშვილი კომისიაზე: კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს

თუ საგამოძიებო კომისია იქმნება 17 პარლამენტარის შემადგენლობით, რეგლამენტის მიხედვით, 8 წევრი ეკუთვნოდა "ქართულ ოცნებას", ერთი დამოუკიდებელ დეპუტატს (მაგ. სალომე ზურაბიშვილს) და 8 წევრი- დანარჩენ ოპოზიციას. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან.

ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილია 5 ფრაქციით: სამი - ბოკერიების, ერთი -ნაცმოძრაობის, ერთი - ჩვენი ფრაქციაა. რადგან ნაცებმა საგამოძიებო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს, დარჩა 4 ოპოზიციური ფრაქცია და 8 ადგილი. ჩვენ გვეკუთვნოდა 2 წევრი, ხოლო ბოკერიებს - 6. ახლა კომისიაში ბოკერიებს აქვთ 9 ადგილი. ეს კანონდარღვევაა. ერთი პარტია გადამწყვეტია, თან, დაუმსახურებლად.

რატომ მოხდა ეს? მოხდა იმიტომ, რომ, როგორც კობახიძემ ბიუროზე განაცხადა, "ქართულ ოცნებასა" და ბოკერიებს შორის მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, "ქართულმა ოცნებამ" არ წარადგინა თავისი კვოტიდან 2 დეპუტატი და წარადგინა "ევროპელების" დეპუტატები.
ვიმეორებ, არა ჩვენ დაგვითმო ადგილები, არამედ ბოკერიებს, თორემ ჩვენ ამ პირობებში შესაძლოა 4 წევრი გვყოლოდა კომისიაში.

მეორე - დღეს კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ორივე კანდიდატს ერთად! და არა ცალ -ცალკე; კაპანაძეს- მწვანე ღილაკით, ადა მარშანიას- წითელი ღილაკით. ესეც რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

რეზიუმე - საგამოძიებო კომისია თავიდანვე კანონდარღვევით შეიქმნა. კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს.

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ირმა ინაშვილი ფეისბუქზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას ეხმაურება, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე უნდა შეისწავლოს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები