გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, მაგრამ დაინახეთ ტენდენციები

განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა ის დღეს არ არის ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში აღქმები იყოს ისეთი, რომ ნდობა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს და სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს. 

ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები