გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: შეცდომებიც გვაქვს, მაგრამ ამ შეცდომებზე ადეკვატური რეაგირება ხდება

არ მინდა ამაზე ბევრი საუბარი, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია [სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია] პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, და აბსოლუტურად არამართლზომიერ და სიტუაციისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება იყო ნულის ტოლი. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, პოლიტიკური საპასუხო ქმედებების დაგეგმვა. ტენდენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა.

ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები