გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას სულ ვფიქრობ, რა რთულია ამის მოსმენა მათთვის, ვისაც უჭირს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ სწორად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ კომპანიებზე ასახული პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს ყველა დალხენილი არ არის. როდესაც ამ ციფრებზე ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის ამ ციფრების მოსმენა, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი 2014 წლის კრიზისი, ეს იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებით და ოკუპაციით გამოწვეული კრიზისი, ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე და აისახა დევალვაციაშიც.

ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები