ლარის გაუფასურება

კვირიკაშვილი: სავალუტო კრიზისი სირიაში ომმა და უკრაინის დაძაბულობამ გამოიწვია

ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი 2014 წლის კრიზისი, ეს იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებით და ოკუპაციით გამოწვეული კრიზისი, ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე და აისახა დევალვაციაშიც. ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ასევე ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი და რა თქმა უნდა ამან სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ლარის გაუფასურებაზე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 2012 წელთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი 65%-ით არის დაცემული.

კომენტარები