51-ე სკოლის დირექტორი: დათო იყო წესიერი, მეგობრული, თავაზიანი ბიჭი

მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთ დღეებში ჩვენ გვიწევს კომენტარის გაკეთება ასეთ უპასუხისმგებლო, სხვა შეფასებას არ მივცემ, განცხადებებზე.მე გეტყვით თქვენ, რომ დათო იყო ყველაზე საყვარელი ადამიანი, დათო იყო თავაზიანი, მეგობრული, წესიერი ბიჭი, სხვათაშორის, არ არსებობს სკოლაში მასწავლებელი, ძალიან მრავალარიცხოვანი სკოლაა მოგეხსენებათ, არც მოსწავლე, რომელიც დაადასტურებს, რომ დათოსთან ჰქონდა რაიმე ტიპის კონფლიქტი, ასეთი რამ არ არსებობს სკოლაში. დათო იყო სოპრტსმენი, დათო იყო ყველა სპორტული ღონისიძიების ორგანიზატორი. ჩვენ ბოლოს დათოსთან ერთად ჩავატარეთ ოლიმპიადა 12 სახეობაში და არ იცით როგორი სიხარულით აგროვებდა ბავშვებს ამ სახეობებისთვის და გადასცემდა მერე ადმინისტრაციასთან ერთად დიპლომებს, თასებს გამარჯვებულ ბავშვებს და ეს იყო მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება. დათო იყო ბავშვი, რომელიც ცეკვავდა სკოლის დერეფანში, რეპავდა “მე ვარ ბიჭი პოზიტივი”- აი ეს იყო დათო სარალიძე.

მე, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ დათოს ან მისი მეგობრების მხრიდან არ ყოფილა ბულინგი, ეს იყო ერთჯერადი შემთხვევა, რომელიც ასეთი სამწუხარო შემთხვევით დასრულდა

განაცხადა 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ ტვ პირველის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები