გიორგი მარგველაშვილი: იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ლოგიკურია

იუსტიციის მინისტრთან მიმართებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია და ისინი წარმოადგენენ, ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ძალიან გამიხარდა, რომ პირობა დააყენეს. ძალიან კარგია, რომ მორალური თამასა აწიეს და თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. მორალური კრიტერიუმითა და თამასით საუბარი ხელისუფლებასთან არის სწორი. ჩემი პასუხი არის თანხმობა საზოგადოების იმ პათოსთან, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად მყარი ლოგიკა.

16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს. დღეს, კი აქცია გაიმართა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტვ პირველში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები