ევროპული საქართველო

კახიძე: სახალხო პროტესტი დაამსგავსეს კარიკატურას, ტრაგედიით ცდილობენ დივიდენდების მიღებას

ევროპული საქართველოს თანადგომა ზაზა სარალიძისთვის გრძელდება. ეს ხდება პირდაპირ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, სადაც ევროპულ საქართველოს აქვს უმრავლესობა. ამ კომისიაში ჩვენ ვწყვეტთ რომელ თანამდებობის პირს დავიბარებთ დაკითხვაზე, ჩვენ ვწყვეტთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ვწყვეტთ რა იქნება კომისიის დასკვნა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენზე მეტად ზაზა სარალიძის ინტერესებს არავინ იცავს. სხვა პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მის გამოყენებას, მაგრამ მათ მცდელობას ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება ასე მარტივად არ იჯერებს. მხოლოდ მაჭუტაძე კი არა, სხვა გამოსვლებიც რომ ნახოთ, ერთიმეორეზე კომიკური გამოსვლები ჰქონდათ. პარლამენტში საერთოდ ბატონმა რომან გოცირიძემ, რომელსაც მე პატივს ვცემ, გამოსვლა დაამთავრა “კაა“-თი, ეს არის ამ უმძიმესი პროტესტის კარიკატურიზაცია. მე ძალიან მწყდება გული როდესაც ის პროტესტი, რომელიც იყო მართლაც სახალხო, მართლაც მრავალფეროვანი შემდგომ დაამსგავსეს კარიკატურას და ამ ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. 

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მდივანი ოთო კახიძე.

კომენტარები