საგამოძიებო კომისია

კაპანაძე: არცერთი თანამდებობის პირი არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან

პირველ რიგში, რა თქმა უნდა გვექნება შეხვედრა დაზარალებულ მხარესთან. ამას ითხოვს არა მხოლოდ პროცედურა, არამედ ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ მათი ინიციატივით მოხდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამის შემდეგ გვექნება შეხვედრები და ახსნა-განმარტებებს მოვისმენთ როგორც პროკურატურის, ისე შსს-ს თანამშრომლებისგან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ სავარაუდოდ დავიბარებთ ყველა ადამიანს, რომელსაც ამ საქმესთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა და არცერთი თანამდებობის პირი, ყოფილი თუ მოქმედი არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან. მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი არის ის, რომ ოპოზიცია მართავს ამ კომისიას და იღებს მთავარ გადაწვეტილებებს. აქედან გამომდინარე, ყველა სკეპტიკოსს მინდა მოვუწოდო რომ ამ კომისიის მუშაობას ადევნონ თვალ-ყური და თავადაც შეიტანონ წვლილი თუ კი ეს შეუძლიათ.

ევროპული საქართველოს წევრის, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კომენტარი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

კომენტარები