აქცია რუსთაველზე

კობახიძე მელიაზე: მისი დაკავება არ მომხდარა, ის ადგილს განარიდეს

დავუკავშირდი შს მინისტრს, მქონდა შეხვედრა მინისტრთან და მისგან მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში - ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას და იმისათვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. მე დავინტერესდი ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას და განმარტება მივიღე ასეთი, რომ მოხდა განრიდება, იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, მოხდა ასევე გადაყვანა შესაბამისად სხვა ლოკაციაზე, ერთერთ განყოფილებაში და ამის შემდეგ ის მყისიერად იქნა გათავისუფლებული ამ ინციდენტის შემდეგ. ასეთი განმარტება მივიღე შს მინისტრისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დაკავებაზე. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დეპუტატი ნიკა მელია სამართალდამცავებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები