ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: კომისიასთან ვთანამშრომლობ, ხალხს შეიძლება მოვუწოდო, დროებით შევისვენოთ

ვთანამშრომლობ მაქსიმალურად და ვითანამშრომლებ ისევ მაქსიმალურად. ისევ და ისევ გავიარეთ რაღაც დეტალები, ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე  ვისაუბრეთ, რაც ამ კომისიამ დაიწყო უკვე საქმის მასალების გაცნობა. იმედია, საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევ ჭეშმარიტებას.

სიაზე მიმდინარეობს მუშაობა, ამასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს არ გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ვინ უნდა დაიბარონ და როგორ უნდა დაიბარონ გამოძიების თვალსაზრისით, რომ რამე არ მოხდეს შემდეგ.ისევ და ისევ გეუბნებით 24 საათიან რეჟიმში ნებისმიერ დროს შემიძლია ვითანამშრომლო.

აქციაზე ჩავდივარ ეხლა, შესაძლებელია მოვუწოდო ხალხს,რომ ცოტა ხნით შევისვენოთ იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოხდა ძალოვანი სტრუქტურებიდან, ამ თემაზე გენ ინსპექციაში მეც ვარ დაბარებული და ძალიან ბევრი საქმეა დღევანდელი დღიდან გამომდინარე გამოსაძიებელი, თუნდაც კუპრავას არასწორი დაკავება, თუნდაც ის ინციდენტი რაც სასადილოში მოხდა და ფაქტიურად ამ საქმეებზე ვარ სარბენი, რომ მივადევნო ყველაფერს თვალ-ყური და კიდე რამე არ მოხდეს

განაცხადა ზაზა სარალიძემ რუსთავი 2-თან საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები