მეხანძრე-მაშველი

კობახიძე: მეხანძრე-მაშველები თანამედროვე გმირები არიან და ამას ყოველდღე ამტკიცებენ

ჩვენს გმირ, უშიშარ და საამაყო მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წინ დგას, ვისთვისაც არ არსებობს ხიფათი, რომელსაც შეუშინდებიან მაშინ, როდესაც მათი დახმარება სხვას სჭირდება. ისინი თანამედროვე გმირები არიან და ამას ყოველდღე ამტკიცებენ. მათი გმირობის ნათელი მაგალითია მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის ღამეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად, 7ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ქედს ვიხრი მისი და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსდაღუპული თითოეული მეხანძრე-მაშველის ნათელი ხსოვნის წინაშე. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი ღირსეული საქმის ასეთი სიყვარულისთვის, თავგანწირვისა და გმირობისთვის.

ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

კომენტარები