გამოხატვის თავისუფლება

სულეიმანოვი: უნამუსობაა, ვიღაცამ ივანიშვილს და ოცნების წევრს აგინა, ენმ-ს აბრალებენ

უსინდისობა, უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენ. ამის ლოგიკა რაღაც ხომ უნდა იყოს, აზრზე არა ვარ რა მოხდა, როგორ მოხდა და რა კითხვები იქნება პროკურატურაში. დაკითხვის შემდეგ მოგცემთ ინტერვიუს. დაზარალებულს არ ვიცნობთ, როგორც მარნეულის მოქალაქე რა თქმა უნდა, მე ერთი რამე ვიცი, ეს იყო რამდენი წელი ოცნების წევრი და ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა ყველა არჩევნებზე. ვითომ ჩემგან ცემა იყო და რაღაც - ეს არის უსინდისობა, უნამუსობა. ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში, მე მას ვკითხე რატომ ლაპარაკობდა ჩვენი პარტიის სახელით, როცა პარტიის წევრი არ იყო, ეს არის უნამუსობა და ამის მერე ეს ბიჭი წავიდა. ჩვენთან ბევრი ხალხი იყო ოფისში, იყო დეპუტატები ქართული ოცნებიდან, მარნეულის მკვიდრები. როცა ის წავიდა, რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა მე არ ვიცი... რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ შეიურაცხყოფის მიყენებას, ჩემთან ეს არ მომხდარა, ჩემს მერე რა მოხდა, როგორ მოხდა ამის პასუხი მე არ ვიცი.

პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი დაკითხვაზე მივიდა. პროკურატურის ინფორმაციით ის მარნეულის ინციდენტში მონაწილეობდა. სულეიმანოვს ბრალი ცემის მუხლით აქვს წაყენებული.

კომენტარები