გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს გუნდის დაკომპლექტების საშუალება

საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელთან დაკავშირებითაც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები. ეს ნორმალური პროცესია, 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია. 

თქვა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. ის პარტიაში ხელახლა რამდენიმე კვირის წინ, 11 მაისს დაბრუნდა.

კომენტარები