გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ უსაფრთხო და სტაბილური გარემო შექმნა

დღეს, ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შექმნილია უსაფრთხო და სტაბილური გარემო. წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები შერიგების მიმართულებით. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველო. დღეს ჩვენ უპრეცენდენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით გადავდგათ ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ეს შეთავაზებები მოიტანს გარკვეულ შედეგს.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე განცხადება მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

კომენტარები