ჯანელიძე: სრულიად ვიზიარებ ყველა განცხადებას, რაც კვირიკაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა

სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც კვირიკაშვილის მიერ ბრიფინგისას გაკეთდა. ვფიქრობ, რომ მისი მეთაურობით მთავრობამ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა. დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ გუნდს და საქართველოს მომავალი წარმატებები ჰქონდეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ის შედეგები იქნა მიღწეული, რითაც ვამაყობ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები