კვირიკაშვილის გადადგომა

პრეზიდენტი: ჩემს გამოცდილებაში კვირიკაშვილი ყველაზე კომფორტული სამუშაო პირი იყო

ჩემს გამოცდილებაში ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, ეს იყო ბატონი ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, უსუფაშვილი, კობახიძე, შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე კომფორტული სამუშაო პირი იყო, გასაგები ხედვით, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.

საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები - რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან. იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი ეკონომიკის მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკა საქართველოს და მოსახლეობის კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.

რუსთავი 2-ის ცნობით, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე.

კომენტარები