სამთავრობო ცვლილებები

თალაკვაძე: წინა სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები არ განგვიხილავს, დღეიდან ვიწყებთ

უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთერთი მთავარი თემა იყო სოციალური პრობლემები, ეკონომიკურიგამოწვევები და იმ ოჯახების ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სიღარიბის პირისპირ; ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. როგორცნახეთ, მიღწევებთან ერთად, ამ პრობლემების შესახებ პრემიერ მინისტრმა საკუთარ ბრიფინგზეც ისაუბრა საკმაოდ ვრცლად. ჩვენ ველოდითდასმულ საკითხებზე მთავრობის რეაქციას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატურას - ამის განხილვას დღეიდან დავიწყებთ.

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კვლავ ამტკიცებს რომ ორი დღის წინ უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები