საქართველოს მთავრობა

ქანთარია: ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს

მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ჩემთვის. წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, კონტაქტურია. მისი პირველი გამოსვლაც მახსოვს ფინანსთა მინისტრის რანგში. საკმაოდ მძიმე კითხვები დაუსვეს და კარგად გაართვა თავი. მტკიცედ, მშვიდად და ამავე დროს გაბედულად უპასუხა ყველა კითხვას. თავი არავის დააჩაგვრინა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი“, პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის შესახებ.

კომენტარები