მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: შევქმნათ ოლიგარქის ტერორისგან სამოქალაქო თავდაცვის წინააღმდეგობის მოძრაობა

მელიას თავში ჩაარტყა გამგებელმა, ბესო ქათამაძესაც თავში ჩაარტყა კომისიის თავმჯდომარემ, ორივემ მიპარვით, უკნიდან. ეს არ არის შემთხვევითი, რომ ესხმიან თავს სწორედ თანამდებობის პირები და თან სამიზნედ ირჩევენ ყველაზე აქტიურ ლიდერებს, სხვების დასაშინებლად. ესაა კლასიკური რუსული ტიპის ქმედებები. ეს უკვე გახდა ივანიშვილის ხელწერა. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც უნდა დავაჩქაროთ ოლიგარქის ტერორისგან სამოქალაქო თავდაცვის მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა

ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატ ბესო ქათამაძეს ოცნების წევრმა ტარეილ აროშიძემ თავში მეტალის ძელი ჩაარტყა. ქათამაძემ შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შედეგად ადგილზე ვითარება დაიძაბა, ოზურგეთში ჩავიდა ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელთაცან ოცნების წევრებს შელაპარაკება მოუვიდათ, რაც მალევე ფიზკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ ბრალი ოცნების წევრს ტარიელ აროშიძეს წაუყენა.

კომენტარები