საქართველოს მთავრობა

გიორგი კახიანი: შემიძლია გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება

უკვე დაიწყება საკომიტეტო განხილვები. ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მინისტრობის კანდიდატებთან გაიმართება შეხვედრები. ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობაში და ფრაქციების ფორმატში მოვუსმენთ მინისტრობის კანდიდატებს, ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

კომენტარები