სამთავრობო ცვლილებები

ნაცვლიშვილი: წულუკიანის მიმართ ბევრი დასაბუთებული პრეტენზია არსებობს

თეა წულუკიანის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ნათლად გამოაჩინა რომ მართლმსაჯულების სისტემა, შეიძლება ითქვას, საქართველოში ვერ შედგა, ვერ აშენდა. საბაზისო ფუნდამენტური საკითხები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თავიდან არის დასაწყები ამ სისტემების შექმნა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ, მინისტრთა ახალმა კაბინეტმა, ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით, უნდა აღიაროს და თვალი გაუსწოროს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ კრიზისს და ამ აღიარების ერთ-ერთი დამადასტურებელი იქნება ის, რომ იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც ამდენი მიმართულებით ვერ შეასრულა დაკისრებული ფუნქციები, არ იყოს ახალი კაბინეტის წევრი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო ახალ შემადგენლობაზე საუბრობს.

კომენტარები