ასე სახაჭაპურეც არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, არ მეგონა, იმიტომ რომ საჭიროა სასწრაფოდ პრემიერმინისტრობის დასახელებულ კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციაში ჩაახედონ და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს, ცოტა ხანი დამამტკიცეთ და სხვა რაღაცას გავაკეთებ და მერე კიდევ დამამტკიცეთ?! და თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა არ წარმოადგინა, მერე ასე ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა უნდა დარჩეს ქვეყანას?! ყოვლად წარმოუდგენელია ხალხო, მე ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა. ამიტომ, ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ მანდ მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახლემწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ეს კაცი ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას
მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებას,“შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი აკრიტიკებს.