სამთავრობო ცვლილებები

მელია მთავრობაზე: ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს, თუ რა აკეთონ თავად ხვალ ან ზეგ

ის, რაც დღეს ხდება ქართული ოცნების თავს, მანახეთ ერთი სახელმწიფო სადაც მსგავსი პრეცედენტი მომხდარა. ე.ი ამტკიცებენ მინისტრებს, რომლებზეც ამბობენ, რომ ეს მინისტრები არ იქნებიან 2-3 კვირაში. ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს, თუ რა აკეთონ თავად ხვალ ან ზეგ. არ არსებობს კონკრეტული გეგმა და ყოველი დღე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას ხელისუფლება უფსკრულისკენ მიაქანებს. ამიტომ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ყველა ღირსეული ოპოზიციური პარტია, აუცილებლად უნდა იყოს აქტიური, როგორც არასოდეს, რადგან ქვეყნის განვითარება დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად და ეს არ მოხდება მანამ, სანამ ქართული ოცნება იქნება მართვის სადავეებთან

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია აფასებს.

კომენტარები