პოლიცია

გახარია: 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება

1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში... ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, ბოლო 7 თვის განმავლობაში შევამცირეთ 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები. 

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები