საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: დეპუტატებს გვინდა, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცის ცხოვრებით ვიცხოვროთ

დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლევან იზორიას მიმართა.

კომენტარები