ირმა ინაშვილი

ინაშვილი მთავრობას: ხომ ატყობთ, მარტო ქვეყანას ვერ აშენებთ, კონსოლიდაციაა საჭირო

ოპოზიცია ამ ქვეყნაში გარიყულია პროცესებისგან. თქვენ ოპოზიცია გჭირდებათ მაშინ, როცა მთავრობის დამტკიცება ხდება. პრინციპში, მაშინაც არ გჭირდებათ ხოლმე, უმრავლესობა ერთხმად გამტკიცებთ. მაგრამ ოპოზიციის როლი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში გამოკვეთილი არ არის, არადა, მარტო ამ ქვეყანას რომ ვერ აშენებთ, თვითონაც ხომ ატყობთ ამას... ძალების კონსოლიდაციაა საჭირო, ინტელექტის კონსოლიდაციაა საჭირო, საჭიროა მეცნიერული წრეების ჩართვა მსგავსი ტიპის სამთავრობო პროგრამების მომზადებაში"

"პარტიოტთა ალიანსის" წევრმა, ირმა ინაშვილმა ეს განცხადება პარლამენტში, მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის შეხვედრაზე გააკეთა.

კომენტარები