ბოკერია მთავრობას: თქვენ თვლით, რომ უკეთ დახარჯავთ ფულს, ვიდრე ხალხი

თქვენ თვლით, რომ თქვენ უკეთ დახარჯავთ ფულს, ვიდრე ხალხი, ხო? ვიცი. თქვენი გუნდი ამას სულ იმეორებს. თქვენ თვლით, რომ უნდა შეუზღუდოთ ხალხს სესხის აღება, "ზრუნვით" მასზე, თქვენ თვლით, რომ უნდა დასაჯოთ ხალხი, თუ მათ უნდათ, რომ საკუთარ ბედზე თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი. თქვენი გუნდის მთელი მოღვაწეობა ეს იყო. და რაში ხარჯავთ ფულს ბიუროკრატიის გარდა? რამდენი მაგალითი მოგიყვანოთ? ის პროგრამა რომ გაქვთ, ბიზნესს რომ ეხმარებით და რაღაც თქვენი კრიტერიუმებით სტარტაპებს აფინანსებთ, ბაზრის მაგივრად თქვენ რომ წყვეტთ ან თქვენ მიერ შერჩეული კრიტერიუმებით ამა თუ იმ ფორმით ბიუროკრატია და მაგაში ხარჯავთ ფულს. წლებია მოგიწოდებთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის დაბალი, ამიტომ შეუმსუბუქეთ ტვირთი, ნუ მოატყუებთ ამომრჩეველს და არჩევნების მერე ნუ გაზრდით აქციზს საწვავზე, რომელმაც დაარტყა ყველას. ახლა გეკითხებით როდის შეამცირებთ და ვერ მპასუხობთ. და ნოტაციებს გვიკითხავთ შევარდნაძის დროინდელ წარსულზე? მჟავანაძის დროიდან ხომ არ დაიწყებდით ეკონომიკურ დისკუსიას?

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადება საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები